შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით, რუსული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა 1970 წელს. 1971-1983წწ. კარლ მარქსის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკარი, უფროსი ბიბლიოთეკარი, მთავარი ბიბლიოთეკარი; 1983 წლიდან საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდია "მემატიენე", უფროსი რედაქტორი; შემოქმედებითი გაერთიანება "საუნჯე", ხელმძღვანელი; კინოგაერთიანება "რაკურსი", მთვარი რედაქტორი; 2007 წლიდან საქართველოს ეროვნული არქივი, კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მრჩეველი, დირექტორი. სცენარის ავტორია ფილმების: "ქართული წიგნი" (დოკუმენტური, 1976), "უფლის ციხე" (დოკუმენტური, 1981), "დავით სარაჯიშვილი" (დოკუმენტური, 1984), "მცხეთა" (დოკუმენტური, 1993) და სხვ.; 1975 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები ჟურნალებში "ცისკარი" და "ნობათი". წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |