The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ნამგალაძე

ნოდარ ნამგალაძე
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1937  (86 წლის)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სევასტოპოლი.

1955-1957წწ. სწავლობდა ქ. ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინჟინერ-ტექნიკოსთა უმაღლეს სასწავლებელში.

1959-1960წწ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"  სინათლის ტექნიკოსად; 1960-1961წწ. საოპერატორო აპარატის მომსახურების მექანიკოსად; 1961 წლიდან "ქართული ტელეფილმის" კინოოპერატორად. დამდგმელი ოპერატორია ფილმების: "გამსვლელი პაიკი" (1970), "ათოვდა ზამთრის ბაღებს" (1984), "ლაქა" (1985), "წინ არგონავტებო"(დოკუმენტური, 1988), "საქართველოს ქრონიკები" (დოკუმენტური, 1991), "მოცარტი და..." (დოკუმენტური, 1999), "დიდება უფალს" (დოკუმენტური, 2000), "რობიკო სტურუა" (დოკუმენტური, 2007) და სხვ. კინოოპერატორი.

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/oper.php?kod5=123

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: