შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ინაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2005 წელს(ჰუმანიტარულ–ტექნიკური ფაკულტეტი, სახელმწიფო მართვა); 2004–2008წწ სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(საგუნდო–სადირიჟორო), პედაგოგები მენული თოფურია, ლია ჭონიშვილი; 2008–20012წწ. სწავლობდა უკრაინის პ. ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო–სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტზე; 2015 წელს გაიარა ასისტენტურა–სტაჟირების კურსი უკრაინის სახალხო არტისტის პროფესორ ვიქტორ ზდორენკოს ხელმძღვანელობით. 2015 წლიდან პ. ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო სტუდიის დირჟორი და საოპერო მომზადების და მუსიკალური რეჟისურის კათედრის პედაგოგი; თანამშრომლობდა ისეთ კოლექტივებთან, როგორებიცაა: ჩერნიგოვის ფილარმონიის ორკესტრი, უკრაინის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო–სიმფონიური დირიჟორობის კათედრის ორკესტრი, აკადემიის საოპერო სტუდიის ორკესტრი, უკრაინის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; 2008 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |