The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ინაიშვილი

Date of birth:20 October, 1985  (38 years)
Category:Conductor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2005 წელს(ჰუმანიტარულ–ტექნიკური ფაკულტეტი, სახელმწიფო მართვა); 2004–2008წწ სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(საგუნდო–სადირიჟორო), პედაგოგები მენული თოფურია, ლია ჭონიშვილი; 2008–20012წწ. სწავლობდა უკრაინის პ. ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო–სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტზე; 2015 წელს გაიარა ასისტენტურა–სტაჟირების კურსი უკრაინის სახალხო არტისტის პროფესორ ვიქტორ ზდორენკოს ხელმძღვანელობით.

2015 წლიდან პ. ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო სტუდიის დირჟორი და საოპერო მომზადების და მუსიკალური რეჟისურის კათედრის პედაგოგი; თანამშრომლობდა ისეთ კოლექტივებთან, როგორებიცაა: ჩერნიგოვის ფილარმონიის ორკესტრი, უკრაინის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო–სიმფონიური დირიჟორობის კათედრის ორკესტრი, აკადემიის საოპერო სტუდიის ორკესტრი, უკრაინის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; 2008 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი.



Share: