The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ნაცვლიშვილი

დავით ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:1 აგვისტო, 1953  (70 წლის)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს.

კინოში მოღვაწეობა დაიწყო მოსკოვის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში, ჯერ რეჟისორის ასისტენად, ბოლოს კი რეჟისორად; 1982-1986წწ. სწავლობდა მოსკოვში სახკინოსთან არსებულ რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლეს კურსებზე; მუშაობდა კიშინიოვში, სადაც 1987 წელს გადაიღო პირველი ფილმი "ტკივილი" მოლდავურ ენაზე; 1988 წელს დაბრუნდა საქართველოში და მოღვაწეობა გააგრძელა კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციებს შოთა რუსთველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში; 2001 წლიდან სააქციო საზოგადოება "ქართულ ფილმის" დირექტორის მოადგილე; 2006 წლიდან დირექტორი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: «Серебряная улица» (Ru, 1980), «Призвание» (Ru, 1981), «Дюрер» (Ru, 1985)б «Вдвоем на грани времени» (Mold, 1990), "მეხუთე მოქმედება" (1992), "ლეონარდო" (1993); სცენარის ავტორია ფილმების: "მეხუთე მოქმედება"(1992), "ლეონარდო" (1993);  გადაღებულია ფილმში: "ნაბიჯი ცისკენ" (მეზობელი, 1978).

წყარო: http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=242

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

გააზიარე: