The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ ვასაძე

გაიოზ ვასაძე
დაბადების თარიღი:14 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2016  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1952 წელს.

1960-1963 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპერიმენტული ქირურგიის ლაბორატორიას, თავდაპირველად ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის, შემდეგ კი ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში. 1963-1968 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების გამგე, 1968-1984 წლებში სამედიცინი კიბერნეტიკის განყოფილების გამგე, 1971-1984 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1984-1987 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი, 1985-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრის გამგე. 1964-1984 წლებში იყო რესპუბლიკის დარგობრივი ავტომატიზებული მართვის სისტემის მთავარი კონსტრუქტორი. 1987-1994 წლებში სამედიცინო ინფორმატიკისა და კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და ამავე დასახელების საწარმოო-სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი. 1994-2006 წლებში საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის ინსტიტუტის(ყოფილი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მართვის ეროვნული ცენტრი) მრჩეველი. შეისწავლიდა შოკის, სისხლის დაკარგვისა და ტერმინალურ მდგომარეობათა პათოფიზიოლოგიას, სამედიცინო კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, ბიომათემატიკის, ცოდნის მართვის სისტემათა და საქართველოში სამედიცინო მეცნიერებების ორგანიზაციის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1967), სამედიცინო კიბერნეტიკის ფუძემდებელი საქართველოში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.191; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო ინფორმატიკისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის ასოციაცია, პრეზიდენტი (1991-2006)
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში სამედიცინო კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის მიმართულების ჩამოყალიბების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1972 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: