The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემო ნაცვლიშვილი

თემო ნაცვლიშვილი
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:8 ივლისი, 1929
გარდაცვ. თარიღი:26 მაისი, 1993  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1950 წლიდან სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1955 წელს დაამთავრა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში საბავშვო გადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად; 1976-1982წწ. იყო კომპანია "ქართული ტელეფილმის" დირექტორი; 1982-1992წწ. კომპანიის სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრი. ავტორი და შემსრულებელი რამდენიმე პოპულარული სიმღერის, მათ შორის, "ქარი გიმღერის ნანასა". სცენარის ავტორია ფილმების: "ქალიშვილი და მზე" (1962), "ციმბირის პაპა"(დოკუმენტური, 1968); გადაღებულია ფილმში: "კვლავ მივლინებაში" (დიმა კარაჯოევი, 1963).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.216

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: