შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო ნინუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს. 1958 წლიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო ქართული თეატრი, დამდგმელი რეჟისორი; 1961 წლიდან საქართველოს ტელევიზიის საბავშვო გადაცემათა რედაქციის რეჟისორი; 1968 წლიდან კომპანია "ქართული ტელეფილმი", დამდგმელი კინორეჟისორი; 1980 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ლევანის დღიური" (1962), "კედელი" (1966), "საქართველოს გზებით" (დოკუმენტური, 1969), "ცაბუნია" (1969), "დილა მშვიდობისა" (დოკუმენტური, 1974), "ბერიკაცები" (1975), "მე მოვედი" (1981), "პოეზია უსიტყვოდ" (დოკუმენტური, 1988), "ლუარსაბ თათქარიძე" (1989), "ანა კალანდაძე" (დოკუმენტური, 1995) და სხვ.; სცენარის ავტორია ფილმების: "საქართველოს გზებით" (დოკუმენტური, 1969), "დილა მშვიდობისა" (დოკუმენტური, 1974), "მე მოვედი" (1981), "პოეზია უსიტყვოდ" (1988); გადაღებულია ფილმში: "აბეზარა" (1956). წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია : www.geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |