შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იუზა ვასაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1959 წელს; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი - 1961 წელს; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1986 წელს სომხეთის მებაღეობის, მევენახეობისს და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1976-1981წწ. იყო სოფელ გალავნის, ხოლო 1983-1992წწ. - საგურამოს ექსპერიმენტული მეურნეობების დირექტორი; 1992-1994წწ. - კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოადგილე; 1994-1997წწ. - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1997-1999წწ. - მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის "სამტრესტის" თავმჯდომარე; 1999-2002წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათისა სამინისტროს მრჩეველი სამაჩაბლოში; 2002-2012წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეხილეობის ტექნოლოგიური კვლევის განყოფილების გამგე; 2011 წლიდან - საქართველოს "მევენახეთა, მეღვინეთა და მებაღეთა სამეცნიერო-კვლევითი საწარმოო კავშირი" (არასამთავრობო ორგანიზაცია) პრეზიდენტი. შეისწავლა ხეხილოვანი კულტურების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, აღწერა 16-ზე მეტი ვაშლის ადგილობრივი ჯიში, რაც საფუძვლად დაედო ამ ჯიშების გამრავლებას საქართველოში. არის 5 გამოგონების და 4 პატენტის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 142-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესების და საგრანტო პროგრამების მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, ინჟინერ-ტექნოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (2001). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.113 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |