Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იუზა ვასაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1959 წელს; საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი - 1961 წელს; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1986 წელს სომხეთის მებაღეობის, მევენახეობისს და მეღვინეობის ს/კ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1976-1981წწ. იყო სოფელ გალავნის, ხოლო 1983-1992წწ. - საგურამოს ექსპერიმენტული მეურნეობების დირექტორი; 1992-1994წწ. - კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მინისტრის მოადგილე; 1994-1997წწ. - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1997-1999წწ. - მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის "სამტრესტის" თავმჯდომარე; 1999-2002წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათისა სამინისტროს მრჩეველი სამაჩაბლოში; 2002-2012წწ. - საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეხილეობის ტექნოლოგიური კვლევის განყოფილების გამგე; 2011 წლიდან - საქართველოს "მევენახეთა, მეღვინეთა და მებაღეთა სამეცნიერო-კვლევითი საწარმოო კავშირი" (არასამთავრობო ორგანიზაცია) პრეზიდენტი. შეისწავლა ხეხილოვანი კულტურების თანამედროვე მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები, აღწერა 16-ზე მეტი ვაშლის ადგილობრივი ჯიში, რაც საფუძვლად დაედო ამ ჯიშების გამრავლებას საქართველოში. არის 5 გამოგონების და 4 პატენტის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 142-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არის საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესების და საგრანტო პროგრამების მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, ინჟინერ-ტექნოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (2001). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.113 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |