The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ნინუა

ვახტანგ ნინუა
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:30 დეკემბერი, 1982  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში; 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა.

მეორე მსოფლიო ომის დროს 31–ე ქარხანაში ცვლის უფროსად მუშაობდა; 1946 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში; 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი; ასრულებდა სახასიათო როლებს, შეასრულა 70-მდე როლი, მათ შორის აღსანიშნავია: გაიოზ ხავთასი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), სანდალა (გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ბიჭიკო (მ. ბარათაშვილის "მარინე"), ჯემალა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ილიკო (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"), ჟევაკინი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), პასტორი (ედუარდო დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება") და სხვ; აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც. გადაღებულია ფილმებში: "დაგვიანებული სასიძო" (1939), "ქალიშვილი ხიდობნიდან" (1940), "გაზაფხული საკენში" (აგრონომი, 1950), "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" (სატვირთოს მძღოლი, 1954), "ჩრდილი გზაზე" (შაქრო, 1956), "ოთარაანთ ქვრივი" (1957), "მაია წყნეთელი" (ჯემალა, 1959), "უდიპლომო სასიძო" (ნიკოლოზი, 1961), "პიერი მილიციის თანამშრომელი" (დარაჯი, 1965), "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" (თავადი ავთანდილი, 1965), "განგაში" (დურმიშხანი, 1968), "ღიმილის ბიჭები" (პარმენი, მასწავლებელი, 1969), "ჩარი რამა" (აბესალომი, 1972), "თვალი პატიოსანი" (1976), "ყვარყვარე" (1978) და სხვ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ.,1984.-გვ.440; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: