The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჟორდანია

გიორგი ჟორდანია
Date of birth:23 December, 1964  (59 years)
Category:Conductor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1989 წელს(საგუნდო–სადირიჟორო).

სტაჟირება გაიარა ქ. ლენინგრადის კონსერვატორიაში, პედაგოგი ი. მუსინი; სამაგისტრო კურსი გაიარა აშშ–ს ტენესის შტატის ქ. ჩატანუგას უნივერსიტეტში, პედაგოგი დ. ჰოფეკერი(დირიჟორობა), პარალელურად მუშაობდა ქ. ჩატანუგას "ოპერისა და სიმფონიური ასოციაციის" მთავარი დირიჟორის ასისტენტად; 1999–2003წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 2000 წელს დააარსა(ლ. ისაკაძესთან ერთად) "ბორჯომის კამერული მუსიკის ფესტივალი" და იყო მთავარი დირიჟორი; 2008 წელს დააარსა "თბილისის აღმოსავლური ხელოვნების ფესტივალი", იყო სამხატვრო ხელმძღვანელი და გენერალური მენეჯერი; პარალელურად, 1992 წელს ხარკოვის ფილარმონიის ორკესტრის მოწვეული დირიჟორი; 2013–2014წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გენერალური დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ქ. ხარკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო პროფესორი(1999); საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი(2002 უკრაინა, 2006 აშშ); ქართული რეპერტუარი: ბ. კვერნაძე "მედეა"; სხვა რეპერტუარი: დასავლეთ ევროპის და რუსული საოპერო, სიმფონიური მუსიკა, მათ შორის: ვერდი "აიდა", "რიგოლეტო", "ტრავიატა", პუჩინი "ტოსკა", "ბოჰემა", "ჩიო–ჩიო–სანი", როსინი "სევილიელი დალაქი", "კონკია", ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის სიმფონიები; გასტროლები: ისრაელი, ნიდერლანდები, ბელგია, შვეიცარია, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, აშშ, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, რუმინეთი, ლ. ისაკაძესთან ერთად ტურნე "პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში"(2000); დირიჟორ ვ. ჟორდანიას ვაჟიშვილი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 395

Awards and Honors

  • 2001 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 2001 - მილენიუმის დირიჟორთა პირველი საერთაშორისო კონკურსი, გრან-პრი (ხარკოვი)

Share: