შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთი ელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უინივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს, ხოლო 1987 წელს - ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1982-1990 წწ. მუშაობდა საქართელოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში(სამეცნიერო ინფორმაციის ჯგუფში); 1990 წლიდან - დღემდე შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელია, 2009 წლიდან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1999-2006 წწ. შეთავსებით კითხულობდა ლექციებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უინივერსიტეტში, ხოლო 2001 წლიდან - დღემდე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. არის 65 სამეცნიერო ნაშრომის (ქართული ლიტერატურის ისტორიის, ესეისტიკის და სიმბოლოლოგიის სფეროში) და 4 წიგნის ავტორი, აკადემიური დოქტორი, ესეისტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხეთასიმბოლიკა ძველ ქართულ პროზაში(V-XII საუკუნეების ძეგლების მიხედვით)". ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |