შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი XI (ქართლის მეფე)![]()
ბიოგრაფიაქართლის მეფე (1676-1688, 1703-1709). ვახტანგ V-ის ძე. მისი მეფობის ხანა ხასიათდებოდა ირანთან ურთიერთობის გამწვავებით. გიორგი XI ცდილობდა მეფის ხელისუფლების განმტკიცებას და ირანელთა ბატონობის მოსპობას ქართლში. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან. 1688 წელს აჯანყდა ირანელების წინააღმდეგ. აჯანყება მარცხით დამთავრდა, რადგან გიორგი XI-ს უღალატეს ადგილობრივმა ფეოდალებმა და ვერც ოსმალეთიდან მიიღო შეპირებული დახმარება. შაჰმა გიორგი XI ტახტიდან გადააყენა და მის ადგილზე ერეკლე I დასვა (1688). გიორგი XI-მ იმერეთს შეაფარა თავი და ცდილობდა ტახტის დაბრუნებას. ამასობაში ირანში გაუარესდა შინაპოლიტიკური მდგომარეობა. ირანის იმპერიის შორეულ რაიონებში გაიზარდა მისწრაფება პოლიტიკური განკერძოებისაკენ. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება შეიქმნა ავღანეთში. შაჰ-ჰუსეინმა გადაწყვიტა შერიგებოდა გიორგი XI-ს, რათა მისი სამხედრო ცოდნა და ქართველთა ჯარი ავღანელთა წინააღმდეგ გამოყენებინა. თავის მხრივ, გიორგი XI-ს სურდა ტახტი დაებრუნებინა და გაეგრძელებინა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ამიტომ იგი დათანხმდა წინადადებას და 1696 წელს ისპაჰანში გაემგზავრა. შაჰმა გიორგი XI კვლავ დაამტკიცა ქართლის მეფედ და დაავალა ავღანელთა დამორჩილება. გიორგი XI-მ აჯანყებულები მალე დაიმორჩილა, მაგრამ ავღანელებმა იგი ღალატით მოკლეს დიხ-შეიხში (ავღანეთი). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.- გვ.161; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: diaspora.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |