The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი VII (საქართველოს მეფე)

გიორგი VII
დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:1407
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს მეფე (1393-1407), ბაგრატ V-ს ძე. მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს 1394-1403 წლებში თემურლენგი მრავალჯერ შემოესია საქართველოს, მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, თრიალეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება. 1403 წელს თემურლენგმა ზავი დადო გიორგი VII-თან, რომლის პირობების თანახმად ქართველთა მხარეს ხარკის გადახდა, ჯარის გამოყვანა, სამიმოსვლო გზების დაცვა ევალებოდა. სამაგიეროდ, თემურლენგი საქართველოს ხელშეუხებლობას აღუთქვამდა და ცნობდა როგორც ქრისტიანულ ქვეყანას. გიორგი VII 1407 წელს დაიღუპა თურქმან ტომებთან ბრძოლაში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978, გვ. 161


გააზიარე: