The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჟორდანია

ვახტანგ ჟორდანია
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1942
გარდაცვ. თარიღი:4 ოქტომბერი, 2005  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დირიჟორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1965 წელს (საფორტეპიანო), ლენინგრადის კონსერვატორია 1970 (სადირიჟორო).

1970-1973წწ. იყო ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ე. მრავინსკის ასისტენტი; 1973-1974წწ. ლენინგრადის რადიო-ტელევიზიის ორკესტრის მთავარი დირიჟორი; 1974-1977წწ. ქ. სარატოვის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, სარატოვის კონსერვატორიის პედაგოგი, დოცენტი; 1977-1983წწ. ქ. ხარკოვის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, ხარკოვის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი; 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსულ ფედერალურ სიმფონიურ ორკესტრს; 2001 წელს ქ. ხარკოვში დააარსა დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსი "ვახტანგ ჟორდანია - მესამე ათასწლეული"; 1983 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა აშშ-ში, 1985-1992წწ. ქ. ჩატანუგას საოპერო და სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, 1989 წლიდან ქ. ტენესის უნივერსიტეტის მაგისტრი, 1991-1993წწ. ქ. სპოკანის ორკესტრის დირიჟორი; სამხრეთ კორეის რადიოს სიმფონიური ორკესტრის მიწვეული დირიჟორი, 2002 წლიდან სამხრეთ კორეის ქ. ტეგუს სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი; რეპერტუარი: ბრამსი სიმფონია N4, მისივე სავიოლინო კონცერტი, დვორჟაკი სიმფონია N9 "ახალი სამყაროდან", ჩაიკოვსკის, ბეთჰოვენის სიმფონიები და მრავალი სხვა ნაწარმოები; გასტროლები: აშშ, ინგლისი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, უნგრეთი. ჰერბერტ ფონ-კარაიანის სახელობის "ახალგაზრდა დირიჟორთა" საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი (1971), უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, უკრაინის სახალხო არტისტი (1983). დირიჟორ გიორგი ჟორდანიას მამა; პიანისტი. გარდაიცვალა აშშ, დაკრძალულია ფერფლი, ცნობილი მოღვაწეების, პაპისა და მამის, თედო და გივი ჟორდანიების გვერდით.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 395


გააზიარე: