The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ჟორდანია

დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1986  (37 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2010 წელს (საფორტეპიანო).

2010 წლიდან ქ. ვენის (ავსტრია) მუსიკალური და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრი, პედაგოგი ი. მაიზენბერგი (ფორტეპიანო); ქართული რეპერტუარი: რ. ლაღიძე რონდო-ტოკატა, ნ. მამისაშვილი "Allegro barbaro", ნ. გაბუნია  იმპროვიზაცია და ტოკატა; სხვა რეპერტუარი: ბახის, მოცარტის, ლისტის, შოპენის, მენდელსონის, პროკოფიევის ნაწარმოებები; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 396

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - მუსიკისა და სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტისა და ლ. ბიოზენდორფის კონკურსი, ლაურეატი და ჯილდო იამაჰას ფირმის როიალი (ვენა)
  • 2009 - თბილისის IV საერთაშორისო კონკურსი, III პრემია და სპეციალური პრიზი მეთჰოვენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის
  • 2007 - საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა IV საერთაშორისო კონკურსი, ლაურეატი (თბილისი)
  • 2006 - რ. როჟოკისა და ე. გურევიჩის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი, დიპლომი (თბილისი )
  • 2004 - ლ. ლეონსკაიას სახელობის სტიპენდიანტი
  • 2002 - საერთაშორისო დელფიადა, I პრემია (ბრიანსკი, რუსეთი)
  • 2000 - ვასილი კრაინევის სახელობის პიანისტთა V საერთაშორისო კონკურსი, დიპლომი (ხარკოვი)
  • 2000 - ფორტეპიანოსა და კამერული ანსამბლების საერთაშორისო ფონდის "Новые Имена" კონკურსი, დიპლომი (სუზდალი, რუსეთი)
  • 2000 - სულხან ცინცაძის სახელობის I კონკურსი, დიპლომი (თბილისი, კონკურსგარეშე მონაწილე)
  • 1999 - ე. ანჯაფარიძის სახელობის სტიპენდიანტი
  • 1997 - თბილისის მსოფლიო საყმაწვილო I დელფიადა, დიპლომი
  • 1997 - მარკო-პოლოს ახალგაზრდა პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსი, II პრემია (საბერძნეთი)
  • 1997 - ვლადიმერ სპივაკოვის სახელობის სტიპენდიანტი
  • 1996 - მონტე-კარლოს კონკურსი, დიპლომი (მონაკო)

გააზიარე: