შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგეი რახმანინოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ონეგი, რუსეთი. 1911 წელს შედგა სერგეი რახმანინოვის გასტროლები თბილისში; კამერული მუსიკის კონცერტზე შეასრულა საკუთარი სონატა(ოპუსი 28), პრელუდიები, სიმფონიური მუსიკის კონსერტზე შეასრულა საფორტეპიანო კონცერტი N3(დირიჟორი ი. ფალიაშვილი); 1913 წელს შედგა მომდევნო გასტროლი თბილისში(კონცერტი გაიმართა ე. ორბელიანის სალონში), შემდეგ, 1915 წელს(საკუთარი და სკრიაბინის ნაწარმოებები); სერგეი რახმანინოვის კუთვნილი როიალი დაცულია ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში; მის მუსიკას ფართო ადგილი უკავია ქართველ მუსიკოს-შემსრულებელთა(დირიჟორები, პიანისტები, ვოკალირსტები) შემოქმედებაში; რუსი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 400
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |