The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სლავა მეტრეველი

სლავა მეტრეველი
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1936
გარდაცვ. თარიღი:7 იანვარი, 1998  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოჩა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს.

1956-1962 წწ. გამოდიოდა მოსკოვის "ტორპედოში"; 1963-1971წწ. იყო თბილისის "დინამოს" თავმდამსხმელი; 1967 წლიდან გუნდის კაპიტანი. უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 376 მატჩი (84 გოლი). სსრკ ნაკრებში ჩაატარა 48 მატჩი (11 გოლი); 1960 წელს ევროპის თასის მფლობელი; 1966 მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი (IV ადგილი); ორგზის ჩემპიონი (1960,1964); ორგზის მეორე (1957,1961) და ორგზის მესამე (1967, 1969) პრიზიორი. 8 ჯერ შევიდა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში (6-ჯერ - პირველ ნომრად); 1964 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად; 1968 წელს ითამაშა მსოფლიო ნაკრების შემადგენლობაში. 1972-იდან მუშაობდა მწვრთნელად. ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მარჯვენა გარემარბი. გამოირჩეოდა ფილიგრანული ტექნიკით, დიდი სისწრაფით, უნაკლო პასით და სხარტი საფეხბურთო აზროვნებით.

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.666-667; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.344

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976-)
  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1960-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადების საქმეში დიდი ღვაწლისათვის
  • 1964 - სსრკ ჩემპიონი
  • 1960 - სსრკ ჩემპიონი
  • 1960 - საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი

გააზიარე: