შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან მეფისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ესენტუკი, რუსეთი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიის ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1936 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. 1986 წლიდან იყო ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი; მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვა-რესტავრაციის დარგში წარმოებულ საქმიანობასთან. 1980-იან წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს ძეგლთა ინსპექციის განყოფილებას. მისი გამოკვვლევები ძირითადად მიძღვნილია შუა საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრებისადმი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, ნაშრომები ცალკეული ისტორიული პროვინციების ხუროთმოძღვრებისა და ზოგადად ქართული ხელოვნების შესახებ. მეცნიერულად აქვს აზომილი მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი ("Архитектурный ансамбль Гелати" თბილისი, 1966) და სხვა. ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურის დოქტორი (1971). წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.669; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 197 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |