The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონ I

დაბადების თარიღი:6??
გარდაცვ. თარიღი:7??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

აფხაზეთის მემკვიდრეობითი ერისთავი დაახლოებით 720/30-740, ბიზანტიის იმპერატორის ვასალი. მის დროს საქართველოს შემოესია არაბთა სარდალი მურვან ყრუ, რომელმაც მოაოხრა ცხუმი და აფხაზეთის სხვა ადგილები. ჯუანშერის ცნობით, ლეონ I-მა და ქართლის ერისმთავარმა არჩილმა მშვიდობისა და მეგობრობის კავშირი შეკრეს, რომელიც განამტკიცა ლეონ I-ის მიერ არჩილის ძმის (მირის) ასულის (გურანდუხტი) შერთვამ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.191


გააზიარე: