The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონ II

ლეონ II
დაბადების თარიღი:7??
გარდაცვ. თარიღი:7??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

"აფხაზთა სამეფოს" (დასავლეთ საქართველოს) პირველი მეფე, ლეონ I-ის ძმისწული. დაახლოებით 753-დან იყო აფხაზეთის მემკვიდრეობითი ერისთავი (მთავარი) და ითვლებოდა ბიზანტიის იმპერატორის ვასალად. VIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით, დაიხმარა ხაზართა ხაკანი (რომლის ასული მისი დედა იყო), აუჯანყდა იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ახალმა სამეფომ, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, სამეფო დინასტიის მიხედვით "აფხაზთა სამეფოს" სახელწოდება მიიღო. ლეონ II-მ სამეფოს დედაქალაქად ქუთაითისი (ქუთაისი) გამოაცხადა. ლეონ II-ის დროიდან მტკიცე საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ საქართველოს ეკლესიაში  აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო ტრადიციების დამკვიდრებას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.191


გააზიარე: