The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე ოქროპირიძე (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი)

ლეონიდე ოქროპირიძე
ოფიციალური სახელი:ლონგინოზ ოქროპირიძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1860
გარდაცვ. თარიღი:24 ივნისი, 1921  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სიონის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაქალაქევი, გორის მაზრა.

დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია 1888 წელს.

1888-1897 წწ. იყო მისიონერი, კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოებრივი სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის, იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. 1918 წლიდან გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი(1918-1921). რამდენიმე ნაშრომი აქვს დაბეჭდილი: "ორი სიტყვა დიდებულის საქართველოს მეფის ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან ასი წლის შესრულების გამო", 1898 წელს; მელიტონ კალენჯერიძესთან ერთად: "წმ. ნინოს დღეობა და მისი მნიშვნელობა", 1912 წელს; "სიტყვანი და მოძღვრებანი", ტ. I, 1914 წ.; "სიტყვა წმ. თამარ მეფის დღეს 1 მაისს, 1915 წ. და სხვ. იგი იყო ალექსანდრე ეპისკოპოსის ძმისწული და მისი აღზრდილი. დიდხანს მუშაობდა საინგილოსა და ჯავახეთში, განსაკუთრებით გამაჰმადიანებულ ქართველთა შორის.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.193; orthodoxy.ge; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.83-84


გააზიარე: