The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე
დაბადების თარიღი:20 დეკემბერი, 1970  (53 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს, ქალაქ ატლანტის (აშშ) ემორის უნივრსიტეტის რობერტო გიოზუეტას  სახელობის  ბიზნესსკოლა 1995 წელს. სხვადასხვა დროს (1997-2007) სწავლობდა და გადიოდა ტრენინგებს ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის, ვაშინგტონის, მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტებში.

ლევან ვასაძე მუშაობდა ბიზნესის სფეროში აშშ-ში (1990-1991; 1993-1995), რუსეთში (2008-2009). 2009 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო წამყვანი რუსული საერთაშორისო კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი. არის რამდენიმე კომპანიის, მათ შორის შპს "ბაგრატიონი 1882-ის" (2006 წლიდან) და შპს "სამოსელი პირველის"(2009 წლიდან) დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კიკეთის "იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის" დამაარსებელი და მმართველობის წევრი (2009 წლიდან), საქართველოს დემოგრაფიის აღორძინების ფონდის თავმჯდომარე (2013 წლიდან), ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიების "ქართული მეჯლისის" დამფუძნებელი და სამეურვეო საბჭოს წევრი (2011 წლიდან). არის პუბლიცისტური და ლიტერატურული სტატიებისა და ესეების ავტორი. იყო პროფესიონალი რაგბისტი. თამაშობდა  თბილისის "ლოკომოტივში" (1988-1992). 2010 წელს მისი ძალისხმევით კიკეთში დაარსდა სარაგბო კლუბი "იუნკერები"; 2016 წელს გამოსცა ლექსების კრებული; ქველმოქმედი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.193; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.139-140

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: