Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან ვასაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს, ქალაქ ატლანტის (აშშ) ემორის უნივრსიტეტის რობერტო გიოზუეტას სახელობის ბიზნესსკოლა 1995 წელს. სხვადასხვა დროს (1997-2007) სწავლობდა და გადიოდა ტრენინგებს ნიუ-იორკის შტატის სენტ-ლოურენსის, ვაშინგტონის, მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტებში. ლევან ვასაძე მუშაობდა ბიზნესის სფეროში აშშ-ში (1990-1991; 1993-1995), რუსეთში (2008-2009). 2009 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო წამყვანი რუსული საერთაშორისო კომპანიების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი, ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორი. არის რამდენიმე კომპანიის, მათ შორის შპს "ბაგრატიონი 1882-ის" (2006 წლიდან) და შპს "სამოსელი პირველის"(2009 წლიდან) დირექტორთა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კიკეთის "იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქართული სასწავლებლის" დამაარსებელი და მმართველობის წევრი (2009 წლიდან), საქართველოს დემოგრაფიის აღორძინების ფონდის თავმჯდომარე (2013 წლიდან), ყოველწლიური საქველმოქმედო ღონისძიების "ქართული მეჯლისის" დამფუძნებელი და სამეურვეო საბჭოს წევრი (2011 წლიდან). არის პუბლიცისტური და ლიტერატურული სტატიებისა და ესეების ავტორი. იყო პროფესიონალი რაგბისტი. თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში" (1988-1992). 2010 წელს მისი ძალისხმევით კიკეთში დაარსდა სარაგბო კლუბი "იუნკერები"; 2016 წელს გამოსცა ლექსების კრებული; ქველმოქმედი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.193; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.139-140 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |