შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა ვასაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1950 წლიდან დაკავებული იყო კომკავშირული საქმიანობით. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველ მდივნად (1952-1954), საქართველოს ალკკ ცკ-ის მეორე მდივნად (1960-1962). 1962 წლიდან პარტიულ სამუშაოებზე იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ის აპარატში (1962-1969), საიდანაც გადაიყვანეს საქართველოს პროფსაბჭოს მდივნად (1962-1972). 1972-1985 წლებში იყო თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1986-1988 წლებში იყო საქართველოს განათლების მინისტრი. ნათელა ვასაძე იკვლევდა პედაგოგიკის თეორიასა და ქართული პედაგოგიური აზროვნების ისტორიის საკითხებს. იყო "საქართველოს პედაგოგიური აზრის ანთოლოგიის (1987; მოსკოვი; რუსულ ენაზე) სარედაქციო კოლეგიის წევრი და რედაქტორი, აგრეთვე "პედაგოგიკის ისტორიის" სახელმძღვანელოს(თბ. 1988) რედაქტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ირინე დანელიას დედა. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.192; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.116 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |