The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან ვაშაკიძე

ამირან ვაშაკიძე
Date of birth:17 February, 1927
Date of death:5 April, 2007  (at 80 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგის სპეციალობით 1950 წელს.

1951-1959 წლებში მუშაობდა თბილისის ინდუსტრიულ ტექნიკუმში პედაგოგად, თბილისის ზუსტი ხელსაწყოების ქარხანაში განყოფილების გამგედ. 1959-1959 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლითონთა წნევით დამუშავების განყოფილების გამგე. შეთავსებით პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. ამირან ვაშაკიძის კვლევის ძირითადი მიმართულებაა მარტივ და ფასონურ ყალიბებში გლინვის პროცესის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა. მის მიერ დამუშავებულია მზა ნაგლინი პროდუქტების მიღების პროგრესული ტექნოლოგიები. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის 10 გამოგონების ავტორი. გამოჩენილი ინჟინერ-მეტალურგი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1974).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.196; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.68


Share: