The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი
ოფიციალური სახელი:ანა რაჭველიშვილი
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1984  (39 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური).

2006 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ლა-სკალას აკადემიის სტიპენდიანტი; დებიუტი ლა-სკალას სცენაზე - კარმენი (2009, ბიზე "კარმენი", დირიჟორი დ. ბარენბოიმი); 2009 წლიდან მოღვაწეობს ევროპაში, გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო სცენებზე: მეტროპოლიტენი, ბერლინის, ბავარიის სახელმწიფო ოპერები, კარნეგი ჰოლი; რეპერტუარი: კარმენი (ბიზე "კარმენი"), ამნერისი, ფენენა, მადალენა (ვერდი "აიდა", "ნაბუქო", "რიგოლეტო"), ორფევსი (გლუკი "ორფევსი და ევრიდიკე"), ქერუბინო(მოცარტი "ფიგაროს ქორწინება"), დულსინეა(მასნე "დონ კიხოტი"), იზაბელა (როსინი "იტალიელი ქალი ალჟირში"), დალილა (სენ-სანსი "სამსონ და დალილა"), ოლგა (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), კონჩაკოვნა(ბოროდინი "თავადი იგორი"), ლიუბაშა (რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე"), პრინცესა დე ბუიონი (ჩილეა "ადრიანა ლეკუვერი"); გამოდის სოლო კონცერტებით, ასრულებს ჯაზურ ვოკალურ კომპოზიციებს; გასტროლები: ევროპა, აშშ. 2005 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი, მაყურებლის პრიზისა და II პრემის (2007, თბილისი), პაატა ბურჭულაძის სახელობის პრემიის (2007) მფლობელი, ლა სკალას აკადემიის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (იტალია ). საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 401


გააზიარე: