შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სვიატოსლავ რიხტერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჟიტომირი, უკრაინა. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია(საფორტეპიანო). 1944-1970წწ. რეგულარულად მართავდა კამერულ და სიმფონიურ კონცერტებს თბილისში; მეგობრობდა ქართველ მუსიკოსებთან, მხატვრებთან(ე. ახვლედიანი, ქ. მაღალაშვილი, ლ. გუდიაშვილი, ე. ვირსალაძე); სვიატოსლავ რიხტერის ფერწერული გამოფენა ორჯერ(XX საუკუნის 60-70-იან წლებში) გაიმართა თბილისში ე. ახვლედიანის ბინაზე; 2005 წელს მოსკოვში გაიმართა მისი სახელობის პირველი საერთაშორისო კონკურსი, რომლის პირველი პრემიის ლაურეატია ქართველი პიანისტი ანი ტაკიძე; რუსი, წარმოშობით გერმანელი პიანისტი, XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოს-შემსრულებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 403 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |