შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი რაჭის ერისთავი![]()
ბიოგრაფიაერისთავი 1785–1787, როსტომ რაჭის ერისთავის ძე. 1769 წელს როცა სოლომონ I-მა რაჭის საერისთავო გააუქმა და როსტომ ერისთავი და მისი შვილები დასაჯა, გიორგი რაჭის ერისთავი ცალი თვალით დააბრმავეს და დააპატიმრეს. იმავე წელს ერისთავი საპყრობილიდან გაიქცა, სახელი გამოიცვალა (ქიორ-ბეი შეირქვა), თავი სტამბოლს შეაფარა და სულთნის სამსახურში ჩადგა. 1784 წელს, სულთნის მხარდაჭერით დაიმედებული, იმერეთში გამეფებას შეეცადა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1785 წელს იმერეთის მეფემ დავით II-მ გიორგი რაჭის ერისთავი ოსმალეთიდან მოიწვია და ახლად აღდგენილი რაჭის საერისთავოს ერისთავად დასვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 3.-თბ., 1978.-გვ.165
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |