The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედიშერ რუსიშვილი

ედიშერ რუსიშვილი
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1935  (89 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს(საფორტეპიანო).

1963 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 2007 წლიდან პროფესორი, 2009 წლიდან ემერიტუსი; ლაურეატი მოწაფეები: თ. სიფრაშვილი, მ. სიხარულიძე, რ. ალავიძე, ა. ბერიძე, თ. კიკნაძე, პ. მაჩაბელი, ნ. გურევიჩი, მ. თუთბერიძე, გ. ოკლეი, გ. აბულაძე, თ. შალვაშვილი, ა. ვასაძე, აგრეთვე კომპოზიტორი მ. მერაბიშვილი; ქართული რეპერტუარი: გ. ბზვანელი 3 პრელუდი, საფორტეპიანო სონატა, მელოდია-ფანტაზია ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(კ. ვარდელთან ერთად), მ. ფარცხალაძე "ფანდურული", რ. ლაღიძე რონდო-ტოკატა, ო. თაქთაქიშვილი საფორტეპიანო კონცერტი N3, ტოკატა, ვ. აზარაშვილი საფორტეპიანო სიუიტა "სტუმრად ცხოველებთან", Allegro ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, ნ. მამისაშვილი 3 პიესა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის(ე. ისაკაძესთან ერთად); რედაქტორული სამუშაო: ო. თაქთაქიშვილი საფორტეპიანო კონცერტი N3, ვ. აზარაშვილი საფორტეპიანო სიუიტა "სტუმრად ცხოველებთან", ჯ. ოიკაშვილი საფორტეპიანო პიესების კრებული; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 407

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: