The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო ჯავახიშვილი

ჯონდო ჯავახიშვილი
დაბადების თარიღი:1937  (88 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მევენახეობის, მებაღეობისა და მებოსტნეობის ფაკულტეტი 1964 წელს.

1965-1992წწ. იყო სასოფლო-სამეურნეო პროფილის სხვადასხვა სამეურნეო-ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. 1992 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორია. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურაზე სასუქების გამოყენების პრობლემება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1991).

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.670-671

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი, საქართველოს აგრობიოლოგიური და საკვებწარმოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: