The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრო ლეჟავა

ანდრო ლეჟავა
დაბადების თარიღი:19 თებერვალი, 1870
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 1937  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

რევოვოლუციურ მოძრაობაში ჩაება 90-იან წლებში. მისი ბინა თბილისის ერთ-ერთ უბანში, ჩუღურეთში, რევოლუციურად განწყობილი მოსწავლე - ახალგაზრდობის შეკრების ადგილად იქცა. 1893 წლიდან რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა სმოლენსკში, სადაც დააპატიმრეს არალეგალური სტამბის მოწყობისთვის. 2 წელზე მეტი დაჰყო პეტრე-პავლეს ციხეში, 5 წელი გადასახლებაში იყო იაკუტიაში. გადასახლების შემდეგ პარტიული მუშაობა განაგრძო ვორონეჟში, ნიჟნი-ნოვგოროდში (ახლანდელი გორკი), სარატოვსა და მოსკოვში. 1919-1920 წწ. "ცენტროსოუზის" თავმჯდომარე; 1921-1922 წწ. საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილი; 1922-1924 წწ. საშინაო ვაჭრობის სახალხო კომისარი; 1924-1930 წწ. რსფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ერთდროულად რსფსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე; 1930-1937 წწ. სსრკ სუბტროპიკული კულტურების მთავარი სამმართველოს უფროსი, პარტიული ყრილობების დელეგატი. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.54

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია , წევრი (1904-)

გააზიარე: