შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მეფე გიორგი XII-ის ძე. 1808 წელს დედასთან, დედოფალ მარიამთან ერთად ადმინისტრაციული წესით რუსეთში გადაასახლეს. სწავლობდა პაჟთა კორპუსში. 1812-1823 წლებში მსახურობდა რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა 1812 წლის ომში ნაპოლეონის არმიის წინააღმდეგ. 1823 წელს პოლკოვნიკის წოდებით გადადგა სამხედრო სამსახურიდან და დასახლდა მოსკოვში. 1843 წლის 18 ივნისს, საქართველოს სამეფო ოჯახის წევრებს და მათ შორის ილია ბატონიშვილს, რუსეთის იმპერატორის ბრძანებით "უვადო" პენსიაზე დაემატათ "შთამომავლობითი" პენსიაც. 1844 წელს ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ინგლისელი ფილოსოფოსის კლარკის მიმოწერა გერმანელ ფილოსოფოს ლაიბნიცთან: "ბაასი ორთა უჩინებულესთა ფილოსოფთა ევროპიისათა კლარკ და ლეიბნიცისა". ილია ბატონიშვილი 1827 წელს მოსკოვში დაქორწინდა ანასტასია გრიგორიევნა ობოლენსკაიაზე. მას და ანასტასიას ეყოლათ 13 შვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 106; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.229; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.40
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |