The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ ლეჟავა

ელისაბედ ლეჟავა
ოფიციალური სახელი:ელისაბედ ჭიჭინაძე
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1882
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1974  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოტევი, რაჭის მაზრა.

1902-1903 წწ. მონაწილეობდა ქუთაისის სოციალ-დემოკრატების ორგანიზაციების მუშაობაშ;. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1905 წლის რევოლუციაში; მის სახლში ატარებდნენ არალეგალურ კრებებს, ჰექტოგრაფებზე ბეჭდავდნენ პროკლამაციებს; 1906 წელს მეუღლესთან  შ. ლეჟავასთან ერთად ემიგრაციაში იყო ქ. ვენაში; 1911-1916 წწ. რაჭაში განაგრძობდა არალეგალურ რევოლუციურ მოღვაწეობას. 1918 წელს ქუთაისში კავშირი დაამყარა პოლიტიკურ პატიმრებთან; საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, თბილისში ეწეოდა პარტიულ და საზოგადოებრივ მუშაობას. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.197

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ წევრი (1903-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: