The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე იმერეტინსკი

ალექსანდრე იმერეტინსკი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ბაგრატიონი
დაბადების თარიღი:24 დეკემბერი, 1837
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 1900  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სანქტ-პეტერბურგი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა პეტერბურგის პაჟთა კორპუსი 1855 წელს.

1857 წელს მსახურობდა მე-14 ქართველ გრენადერთა პოლკში. მონაწილობდა ჩეჩნეთისა  და დაღესტნის დამორჩილებაში. 1859 წელს თადარიგში გავიდა. 1861 წლიდან კვლავ სამხედრო სამსახურში იყო. 1861 წელს დაამთავრა გენშტაბის აკადემია. მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების (1863-1864) ჩახშობაში, შემდეგ დაინიშნა ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების შტაბის უფროსად. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878 წწ). 1878 წელს დაინიშნა მე-2 ქვეითი დივიზიის მეთაურად, ხოლო  1879 წელს  გვარდიული ნაწილებისა და პეტერბურგის სამხედრო ოლქის ჯარების უფროსად. 1878-1890 წლებში იყო რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო პროკურორი და მთავარი სამხედრო სასამართლოს უფროსი; 1892 წლიდან - სახელმწიფო საბჭოს წევრი; 1897 წლიდან გარდაცვალებამდე ვარშავის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი და ვარშავის გენერალ-გუბერნატორი. რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი, იმერეთის მეფეთა შთამომავალი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 115; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.249

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1877 - გენერალ-ლეიტენანტი
  • 1869 - გენერალ-მაიორი

გააზიარე: