The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი მიმინოშვილი

ალექსი მიმინოშვილი
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1911
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 1967  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1933 წელს.

ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები სოხუმში, ე. ნინოშვილის ქუჩაზე; თბილისში - ნ. ნიკოლაძისა (1949; სსრლ სახელმწიფო პრემია, 1950) და ზ. ფალიაშვილის (1950-იანი წლები) ქუჩებზე, ბარნოვის ქუჩაზე (შემდეგ - არქიტექტორთა კავშირის სახლი, ამჟამად - ჩინეთის საელჩოს შენობა), "საქკვებმრეწვსახპროექტის" საწარმოო შენობა (1972), კონიაკის ქარხნის მთავარი კორპუსი (1960-იანი წლები); სასტუმრო წინანდალში, სადეგუსტაციო დარბაზი და მარანი დიღომში, კვების მრეწველობის რამდენიმე მნიშვნელოვანი საწარმო  და სხვა. იგი შემოქმედებითად იყენებდა კლასიკური და ეროვნული ხუროთმოძღვრების ფორმებს, ამასთან თამამად და გბედულად აქსოვდა შიგ საკუთარ ორიგინალურ ჩანაფიქრს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.677

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: