The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მინდელი

გიორგი მინდელი
Date of birth:22 November, 1908
Date of death:1993  (at 84 years)
Category:Engineer

Biography

დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი 1934 წელს.

1947 წლიდან იყო ტრესტ "საქსოფლმშენი" საგეგმო-საწარმოო ტექნიკური განყოფილების უფროსი. 1961-1965წწ. "მთავართბილმშენის", შემდეგ "საქმშენინდუსტრიის" ტრესტების მმართველი, 1965-1969წწ. "მთავართბილმშენის" უფროსის მოადგილე. მისი ინიციატივით დაარსდა ახალი, რთული სამშენებლო კონსტრუქციები სპორტის სასახლის გადახურვისათვის, აგრეთვე სასტუმროების "ივერიისა" და "აფხაზეთის" მშენებლობისათვის. მისივე ხელმძღვანელობითაშენდა თბილისში - საქართველოში პირველი სახლთმშენებელი კომბინატი, მეტეხის გვირაბი, გმირთა და კოლმეურნეობის (ახლანდელი გ. ორბელიანის) მოედნების მიწისქვეშა გადასასვლელი გვირაბები, მტკვრის სანაპირო დიღმის მიმართულებით (4კმ); ჩატარდა აგრეთვე ძვ. თბილისის სარესტავრაციო სამუშაოები, აშენდა 9 გზაგამტარი და ხიდი, მათ შორის დიღმისა და ნაძალადევის დამაკავშირებელი ხიდი, რომელსაც გიორგი მინდელის სახელი მიანიჭეს. მასვე ეკუთვნის ქალაქის სატრანსპორტო კვანძების, მიწისქვეშა გადასასვლელების, სანიაღვრე კოლექტორების, რკინიგზის ვაგზლისა და რესპუბლიკის მოედნების კეთილმოწყობასთან დაკავშირებული მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა და სხვა.

1969-1972წწ. იყო საქართველოში პირველი ავტოსტრადის - "თბილისი-აეროპორტის" მშენებლობის (შემდგომში საინჟინრო ნაგებობათა მშენებლობის დირექცია) უფროსი, ბოლო წლებში - თბილისის მერიის მრჩეველი მშენებლობის დარგში. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ნიშნები. ინჟინერ-მშენებელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.678

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: