The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე იმნაიშვილი

ივანე იმნაიშვილი
დაბადების თარიღი:10 იანვარი, 1906
გარდაცვ. თარიღი:26 იანვარი, 1988  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლაშისღელე, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი1930 წელს.

1939 წლიდან  სამეცნიერო მოღვაწეობას იწყებს ამავე უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრაზე. 1949-1951 წლებში ხელმძღვანელობდა ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტში ქართული ენის კათედრას. მისი გამოკვლევები ეხება ძველ ქართულ ენას, მის ისტორიას, ლექსიკას, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის საკითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი ძველი ქართული ენის ძეგლების მეცნიერული პუბლიკაციასა და მათი ლექსიკონების შედგენაში. ქართული ენის მკვლევარი, ლექსიკოგრაფი, ტექსტოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 117; tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: