შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სტეფანოზის ძე მირი![]()
ბიოგრაფიაVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. ისტორიკოსი ჯუანშერი მას "მეფეს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ მირს საუხუცესოდ ჰქონდა ეგრისი, სვანეთი, არგვეთი და გურია. ებრძოდა არაბ დამპყრობლებს. თავის უმცროს ძმასთან, არჩილთან ერთად ხელმძღვანელობდა ანაკოფიის ციხე-ქალაქის დაცვას. გარდაიცვალა იქ მიღებული ჭრილობებისაგან. დაკრძალეს მცხეთას. მემატიანე არჩილ სტეფანოზის ძის ე. წ. რეფორმას მირის ანდერძის განხორციელებად მიიჩნევს. წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.679
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |