The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ვაშაკიძე

არჩილ ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:30 მაისი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1967 წელს.

1970-1997წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ელექტროტექნიკისა და ელექტროფიკაციის კათედრაზე ელექტროფიკაციისა და ავტომატიზაციის ფაკულტეტის დეკანის, გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიზაციის კათედრის გამგის თანამდებობებზე; 1997-2003წწ. იყო ამავე ინსტიტუტის პრორექტორი, 2003-2005წწ. რექტორი; 2012 წლიდან არჩეულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრულ პროფესორად. არჩილ ვაშაკიძე არის მრავალი სასწავლო-მეთოდური და სამეცნიერო ნაშრომებისა და გამოგონების ავტორი. მონაწილეობდა  საქართველოში პირველი მობილური სატელეკომუნიკაციო სისტემის "ალტაის" შექმნაში. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ეძღვნება ცოცხალ ორგანიზმებზე ზემოქმედებისას ენერგეტიკული მოწყობილობების ოპტიმალური პარამეტრების დადგენას, საქართველოს ელექტროენერგიის აღდგენადი და არატრადიციული წყაროების გამოყენებას, საქართველოში ბიობენზინისა და ბიოდიზელის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შექმნა სამკურნალო მცენარის "იუკა დიდებულის" ამღები და ციტრუსების გამომრჩევი მანიპულატორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992), ინჟინერ-ელექტრიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.197; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.119

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

გააზიარე: