| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა ვაშაკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს. მუშაობდა სანატორიუმ "ლიკანსა" და "სტროიტელში" (გუდაუთა). 1963-1978 წლებში იყო ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიური განყოფილების გამგე. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ხოლო შემდეგ დირექტორი (1978-1996). ვერა ვაშაკიძე არჩეული იყო მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს მრჩევლად (1978). იყო იუნეპის პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერების საერთაშორისო რეგისტრის კორესპონდენტი (1985). ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ვიზიტიორ-პროფესორი (1990). რესპუბლიკის მთავარი სპეციალისტი პროფპათოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის დარგში (1987). არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1979), ექიმი-ტოქსიკოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.197 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

