შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ფრანძესი![]()
ბიოგრაფიაბიზანტიელი სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი. 1449 წელს დესპანად იყო ქართლსა და ტრაპიზონში იმპერატორ კონსტანტინე XI-თვის (1449–1453) საცოლის შესარჩევად. 1451 წლიდან დიდი ლოგოთეტია. მისი საისტორიო ნაშრომი, "მცირე ქრონიკა", აგვიწერს 1413–1477 წლების ამბებს. აქ მოთხრობილია აღნიშნული ელჩობის ამბავი. მასში მრავალი მნიშვნელოვანი ცნობაა გიორგი VIII-ის მეფობის დროინდელი (1446–1466) ქართლის საშინაო ვითარების, ოსმალებსა და ტრაპიზონის იმპერიასთან ურთიერთობის შესახებ. მეორე ნაშრომი "ვრცელი ქრონიკა", რომელიც გიორგი ფრანძესის სახელით იყო ცნობილი, როგორც გაირკვა, მას არ ეკუთვნის. წყარო: http://science.org.ge/encyclopedia/index.php/გიორგი_ფრანძესი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |