The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე ვაშაკიძე

დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1924
გარდაცვ. თარიღი:2 აგვისტო, 1996  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1951 წელს.

1963-1972 წლებში იყო ბირთვული ფიზიკის სამეცნიერო ლაბორატორიის  და ბირთვული ფიზიკის კათედრის გამგე, 1972-1996 წლებში თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე, 1969-1974 და 1983-1991  წლებში ფიზიკის ფაკულტეტის დეკანი. ივანე ვაშაკიძის შრომები ძირითადად ეხება მსუბუქი ატომბირთვების თეორიას. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ჯილდოები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1969).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.197

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: