შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან გიუტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს. დედამიწის უმაღლესი მწვერვალის ევერესტის დამლაშქრავი პირველი ქართველი ალპინისტი. არის მრავალი ექსპედიციის მონაწილე (მათ შორის მ. ხერგიანთან ერთად) როგორც მაშველი და ინსტრუქტორი. საერთაშორისო ექსპედიციის შემადგენლობასთან ერთად 1991 წლის 10 ოქტომბერს დალაშქრა ევერესტი. პირველი ქართველი მთამსვლელია, რომელიც ევერესტის მწვერვალზე ავიდა, მსოფლიოში კი 394-ე. მრავალჯერ დალაშქრა კომუნიზმის (1998-იდან ისმაილ სამანის), ლენინისა (2006-იდან იბნსინას) და კორჟენევსკაიას პიკები. "თოვლის ჯიქი" (1989). არის მრავალი ასვლის ხელმძღვანელი ტიან-შანსა და პამირის მთებში. ამჟამად ცხოვრობს მოსკოვში. წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქამეთა სამინისტრო: msy.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |