The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან გიუტაშვილი

დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1960 წელს.

დედამიწის უმაღლესი მწვერვალის ევერესტის დამლაშქრავი პირველი ქართველი ალპინისტი. არის მრავალი ექსპედიციის მონაწილე (მათ შორის მ. ხერგიანთან ერთად) როგორც მაშველი და ინსტრუქტორი. საერთაშორისო ექსპედიციის შემადგენლობასთან ერთად 1991 წლის 10 ოქტომბერს დალაშქრა ევერესტი. პირველი ქართველი მთამსვლელია, რომელიც ევერესტის მწვერვალზე ავიდა, მსოფლიოში კი 394-ე. მრავალჯერ დალაშქრა კომუნიზმის (1998-იდან ისმაილ სამანის), ლენინისა (2006-იდან იბნსინას) და კორჟენევსკაიას პიკები. "თოვლის ჯიქი" (1989). არის მრავალი ასვლის ხელმძღვანელი ტიან-შანსა და პამირის მთებში. ამჟამად ცხოვრობს მოსკოვში.

წყარო: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქამეთა სამინისტრო: msy.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის ალპინიზმის ფედერაციის საკვალიფიკაციო კომისია, მუდმივი წევრი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - საქართველოს სპორტის რაინდის წოდება
  • 1979 - სსრკ ჩემპიონი სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (ტაჯიკეთის უნივერსიტეტის პიკი)
  • 1977 - სსრკ ვიცე-ჩემპიონი სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (ევგენი აბალაკოვის პიკი)
  • 1966 - სსრკ სპორტის ოსტატი

გააზიარე: