The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ვაშაკიძე

ნიკოლოზ ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:დეკემბერი, 1965  (58 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1987 წელს.

1997-2002 წლებში გავლილი აქვს სასწავლო კურსები დიდი ბრიტანეთის სასწავლებლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლების პროგრამით. 1988 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. 2000-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ნიკოლოზ ვაშაკიძის კვლევის სფეროა სორტული პროფილების გლინვის ოპტიმიზაცია, გლინვის პროცესების მათემატიკური მოდელირება, ელექტროგლინვის პროცესების განვითარება და კალიბრთა სისტემების კვლევა. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2001), ინჟინერ-მეტალურგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.198

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, პრეზიდენტი

გააზიარე: