The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ვაშაკიძე

Date of birth:27 April, 1933
Date of death:27 July, 2007  (at 74 years)
Category:Economist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო  ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1956-1964 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1964-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ. 1959 წლიდან ლექციებს კითხულობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1992-1998 წლებში იყო სახელმწიფო მრჩეველი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის (1995 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის) აპარატში. მონაწილეობდა ქვეყნის აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის ეკონომიკის და მართვის საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში. ომარ ვაშაკიძის სამეცნიერო შრომები ეძღვნება აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის სრულყოფის პრობლემურ საკითხებს. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1995), აგრარიკ-ეკონომისტი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.198; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.233

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: