The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარას ვაშაკიძე

ტარას ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:8 ივნისი, 1873
გარდაცვ. თარიღი:26 თებერვალი, 1937  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი გუბი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი (1891) და თბილისის იუნკერთა სასწავლებელი (1895).

სამხედრო სამსახური დაიწყო დერბენდის 154-ე პოლკში. I მსოფლიო ომში (1914-1918) კავკასიის ფრონტზე სარიყამიშის ოპერაციის დროს, 1914 წლის 22 დეკემბერს თავისი ასეულით დაატყვევა ოსმალთა ჯარის მე-9 კორპუსის სარდალი ისჰაკ-ფაშა თავისი შტაბით (მაშინ ეწოდა "შაითან-კაპიტან"). ამ გმირობისათვის ტარასი ვაშაკიძეს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება (1916, პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით). საფრანგეთის პრეზიდენტმა კი გადასცა სამხედრო მედალი, რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ. 1918-1921 წლებში ქართულ არმიაში მეთაურობდა გაგრა-ტუაფსეს მიმართულებით მოქმედ შენაერთებს. 1921-1937 წლებში მსახურობდა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1918), "შაითან-კაპიტნად" წოდებული.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.198; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.62

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: