The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ვაშაკიძე

შოთა ვაშაკიძე
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1950
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 2018  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:აშშ
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში (დუბნა, რუსეთის ფედერაცია). 1975-1992 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, 1991-1992 წლებში თეორიული ფიზიკის კათედრაზე, 1985-1986 და 1988-1989 წლებში-მერილენდის უნივერსიტეტში (აშშ), 1989-1990 წლებში იყო ფრასკატის (იტალია) ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი. 1993 წლიდან ატარებდა სამეცნიერო კვლევებს აშშ-ის წამყვან კვლევით ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტებში გამოყენებითი მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით. პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. შოთა ვაშაკიძემ ქართველ ლინგვისტებთან და პროგრამისტებთან ერთად შექმნა ინგლისურ-ქართული ინტერნეტ-ლექსიკონი, ჩაატარა განათლების, მეცნიერებისა და მედიცინის საერთაშორისო ფორუმი (თსუ, 2004). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1990).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.199

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკაში საქართველოს ასოციაციის დირექტორთა საბჭო , წევრი, განათლების გამგეობის დირექტორი,
  • აშშ-ის ქართველთა სათვისტომოს საერთაშორისო ასოციაცია "კვალი" , დამაარსებელი, პრეზიდენტი
  • საქართველოს ამერიკელი მეგობრების საკოორდინაციო საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

გააზიარე: